суббота, 28 мая 2016 г.

მეექვსე დღე
ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.განვასხვავეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.სახელ-ში განვიხილეთ მოდული 2,აქტ-3,შეფასების 5 სტრატეგია.განვიხილეთ ტითოეული სტრატეგია,შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

воскресенье, 15 мая 2016 г.

მეხუთე დღე
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.თუ როგორია ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო კითხვები და განვიხილეთ ჯგუფში.ჩამოვაყალიბეთ და ავტვირთეთ ღრუბლებში.
განვიხილეთ საავტორო უფლებების პრეზენტაცია.

суббота, 14 мая 2016 г.

მეოთხე დღე
დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო.ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაკეთებას.გადავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი.მოვარგეთ ჩვენს პროექტს.დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუსაობა.ვისწავლეთ pover point-ში ანიმაციების გაკეტება.

понедельник, 9 мая 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე
ncp.ge-ზე მოვძებნეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები.ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე,ასევე მიზნებზე.განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები.გავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისათვის,რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.გავეცანით google drive-ს ელექტრონული ღრუბლების სერვისს და ავტვირთეთ ჩვენი პროექტის გეგმა.

воскресенье, 8 мая 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე
ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.ვისწავლეთ პროექტის განხილვის ეტაპები.გავეცანით ახალ საიტს ncp.ge-ს,ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი.განვიხილეთ სხვადასხვა საპროექტო იდეები.ვიმსჯელეთ შესაბამის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე.შევქმენით საქაღალდეები.

суббота, 7 мая 2016 г.

პირველი დღე

პირველი დღე დაიწყო გაცნობით.საინტერესო იყო ინტელის პროგრამა პროექტებთან დაკავშირებით.გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,აგრეთვე პროექტის სხვადასხვა ვარიანტებს.მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე ვიდეოფირი.